პოლიციამ 29 წლის მოქალაქე დააკავა, რომელმაც ექიმის საუბარი ჩაიწერა საავადმყოფოში
პოლიციამ 29 წლის მოქალაქე დააკავა, რომელმაც ექიმის საუბარი ჩაიწერა საავადმყოფოში
პოლიციამ სამშაბათს ღამით 29 წლის მამაკაცი დააკავა ლარისაში.
დაკავებულმა, რომელიც საავადმყოფოში ერთ-ერთ პაცოენტს ახლდა თან, ექიმთან საუბარი ჩაიწერა უკანონოდ.
გაზეთი «Ελευθερία»-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული არ ეთანხმებოდა ექიმის გადაწყვეტილებას პაციენტის საავადმყოფოდან გაწერასთან დაკავშირებით.
29 წლის მამაკაცმა, რომელიც ალბანური წარმოშობის არის, ექიმთან საუბრის ჩაწერა დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ექიმმა დააფიქსირა და პაციენტის თანმხლებს პოლიციაში უჩივლა.
29 წლის მამაკაცი პოლიციამ სატელეფონო კომუნიკაციისა და ზეპირი საუბრის კონფიდენციალურობის დარღვევისთვის დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული დარჩება პირველადი დაკავების საკანში მანამ, სანამ სამართალდამცავ ორგანოებს არ მისცემს ახსნა-განმარტებას, თუ რატომ ჩაიწერა საუბარი ექიმთან.