პოლიციამ 3 არასრულწლოვანი დააკავა, რომლებმაც 17 წლის ბიჭს სახე დანით დაუსახიჩრეს
პოლიციამ 3 არასრულწლოვანი დააკავა, რომლებმაც 17 წლის ბიჭს სახე დანით დაუსახიჩრეს
ორშაბათს გვიან ღამით ხანიაში პოლიციამ 3 არასრულწლოვანი დააკავა. სამიდან ერთ-ერთმა 17 წლის ბიჭი სახის არეში დანით დაჭრა.
flashnews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულები 17 და 16 წლის საბერძნეთის მოქალაქეები არიან და ასევე ერთი 17 წლის ეგვიპტის მოქალაქე.
არასრულწლოვნებთან ერთად 2 ბრალდებულის მშობელიც დააკავეს, არასრულწლოვნებისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევისთვის.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩხუბის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
Facebook Comments Box
