პოლიციამ 32 წლის კაცი დააკავა, რომელსაც გამოკეტილი ჰყავდა მისი პარტნიორი და მასზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ასევე სექსუალურადაც
პოლიციამ 32 წლის კაცი დააკავა, რომელსაც გამოკეტილი ჰყავდა მისი პარტნიორი და მასზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ასევე სექსუალურადაც
დიდიმოტიხოსში პოლიციამ 32 წლის კაცი დააკავა, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდა 32 წლის ქალზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობისთვის.
მოძალადეს მისი 32 წლის პარტნიორი სახლში ჰყავდა გამოკეტილი და ყოველდღიურად მასზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად ასევე სექსუალურადაც.
შემზარავი იყო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ძალადობის მსხვერპლს ჩაუტარდა. 32 წლის ქალს ერთი თვის განმავლობაში ჯოჯოხეთურ გარემოში მოუწია ცხოვრება.
ძალადობის მსხვერპლს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები და სისხლჩაქცევები. მოძალადე ქალს არამხოლოდ ხელით, არამედ სხვადასხვა სახის ნივთებითაც ურტყამდა. სასეირნოდ გაჰყავდა მასკითა და სათვალით შენიღბული, რათა გამვლელებს არ შეენიშნათ დაზიანებები და ქალის შეშინებული სახე.
დაკავებულის წინააღმდეგ წარსულშიც იყო შესული პოლიციის განყოფილებაში მსგავსი ტიპის საჩივარი.