პოლიციამ 37 წლის ბულგარეთის მოქალაქის მკვლელის ძებნა დაიწყო
პოლიციამ 37 წლის ბულგარეთის მოქალაქის მკვლელის ძებნა დაიწყო
სასტიკად მოკლეს 37 წლის ბულგარეთის მოქალაქე დღეს გამთენიისას, პერისტერში მდებარე ცნობილი ღამის კლუბის ბურნაზის წინ.
სისხლიანი თავდასხმა გამთენიის 03:30 საათზე მოხდა. მსხვერპლი ღამის კლუბიდან ტელეფონზე შესული ზარის საპასუხოდ გავიდა და სწორედ მაშინ დაესხნენ თავს.
მოწმეები აცხადებდნენ, რომ 37 წლის კაცს მკვლელი გარეთ ელოდებოდა.
გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად მსხვერპლი მკვლელს იცნობდა და მასთან პირადი გაუგებრობა აკავშირებდა.
გარდაცვლილს მუცლის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული.
გამოძიებამ მკვლელის ძებნა უკვე დაიწყო. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამოიღეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე დაცვის კამერების ჩანაწერები და აქტიურად მუშაობენ მკვლელის ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box
