პოლიციამ 58 წლის საბერძნეთის მოქალაქე დააკავა ფანის ხალკიას მეუღლის სანაპირო პარში ბომბის დადების ბრალდებით
პოლიციამ 58 წლის საბერძნეთის მოქალაქე დააკავა ფანის ხალკიას მეუღლის სანაპირო პარში ბომბის დადების ბრალდებით
5 ივლისს გამთენიისას ფანის ხალკიას მეუღლის სანაპირო ბარში ბომბი დაამონტაჟეს.
ბომბის აღმოჩენისთანავე პოლიციამ დაიწყო გამოძიება დამნაშავის ვინაობის დასადგენად და დღეს 13 ივლისს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად (უსაფრთხოების კამერებიდან ჩანაწერების გახსნისა და მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით) 58 წლის საბერძნეთის მოქალაქე დააკავა, ბომბის დამონტაჟების ბრალდებით.
სამართალდამცავმა ორგანოებმა ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, ბენზინი, ხანჯალი და ზეთითა და აცეტონით სავსე ბალონები.
Facebook Comments Box