Latest news
ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც... არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს - ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 1... სალონიკი: ჩრდილეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები საბერძნეთს მადლობის სათქმელად დ... ჩრდილოეთ მაკედონია: ხანძრის შედეგად დაშავებულები სალონიკის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის? ჩრდილოეთ მაკედონიაში მომხდარი ხანძარი 4 ყველაზე დიდ მომაკვდინებელ ხანძართა სიაში შევიდა დღეიდან ამინდი უარესდება - სად არის თოვლიანი ამინდი მოსალოდნელი ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დ... ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა
სამშაბათი, მარტი 18, 2025
საბერძნეთიკრიმინალი

საბერძნეთის პოლიცია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრის ფოტოებს და პირად მონაცემებს ასაჯაროებს

საბერძნეთის პოლიცია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრის ფოტოებს და პირად მონაცემებს ასაჯაროებს

საბერძნეთის პოლიცია საჯაროდ ავრცელებს იმ დაჯგუფების 5 წევრის ფოტოებს და პირად მონაცემებს, რომელიც ძარცვავდნენ მოხუცებულ ადამიანებს სამხრეთ გარეუბნებში. ისინი ხან ელექტროენერგიის მუშაკებად და ხან ლიფტის ტექნიკურ მუშაკებად ასაღებდნენ თავს.

დაჯგუფების წევრები 8 ნოემბერს, გამთენიისას, ანო ლიოსიაში დააკავეს, მათი ნაძარცვი მაშინ 190.000 ევროდ შეფასდა.

ბრალდებულები არიან:

მუსტაფა კონსტანდინო, დაბადებული 31/10/1996

მუსტაფა ანდონი, დაბადებული 28/01/2002

კამბერის ხრისტო, დაბადებული 06/01/1999

ალკოს ღეორღიოს, დაბადებული 15/03/1984

და ჯერ ძებნაში გამოცხადებული მუსტაფა იოანნი, დაბადებული 06/03/1994

ვინაიდან ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები შეურაცხყოფს საზოგადოებრივ წესრიგს, კონკრეტული მონაცემების და ფოტოების საჯაროდ გამჟღავნება, შესაბამისი პროკურატურის ბრძანების შემდგომ, მიზნად ისახავს, ​​ერთის მხრივ, გამოიძიოს, გამოავლინოს ან აღძრას მსგავსი ხასიათის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ბრალდებულების მიერ და, მეორე მხრივ, საზოგადოების დასაცავად მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისგან, განმარტავს თავის განცხადებაში პოლიცია, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს: „დაუკავშირდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკის უსაფრთხოების სამსახურს 210-9692920 და ატიკის უსაფრთხოების სამსახურს 210-6411111, ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის მისაწოდებლად. აღნიშნულია, რომ კომუნიკაციის ანონიმურობა და კონფიდენციალურობა გარანტირებულია“.

ბრალდებულების კრიმინალური მეთოდი:

დაჯგუფების კრიმინალური აქტივობა 2023 წლის ივლისში დაიწყო. მისმა წევრებმა დილისა და შუადღის საათები აირჩიეს იმ სახლების მოსაძებნად, სადაც მოხუცებული ადამიანები ცხოვრობდნენ.

როდესაც მიაკვლევდნენ მომდევნო მსხვერპლს, დაჯგუფების წევრები კარზე აზარინებდნენ და წარადგენდნენ საკუთარ თავს ელექტროენერგიის კომპანიის თანამშრომლებად ან ლიფტის ტექნიკურ მუშაკებად, რომლებიც მოხუცებს ეწვივნენ, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის გაჟონვის ან ლიფტის გაუმართაობის გამო.

როდესაც დაზარალებულებს დაარწმუნებდნენ და მოახერხებდნენ სახლში შესვლას, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი მსხვერპლის ყურადღებას სხვადასხვა საბაბით იქცევდა (ელექტრო დანადგარებისა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემოწმებით), რათა სხვა წევრებს სწრაფი და მეთოდური მოძრაობებით საშუალება ჰქონოდათ სახლი გაეჩხრიკათ ძვირფასეულობების და თანხის მოსაპოვებლად.

სხვა შემთხვევაში, პოლიციელების ცნობით, ისინი სახლებისკენ მიმავალ ხანდაზმულებს ადამიანებს გზაში კორპუსთან მიახლოვებულებს აედევნებოდნენ და ზემოთაღნიშნული მეთოდით უახლოვდებოდნენ მათ.

ერთ შემთხვევაში კი მოხუცებულის დარწმუნება იმდენად მოახერხეს, რომ ფული და ძვირფასეულობა მან ალუმინის ქაღალდში თავისივე ხელით ჩააბარა ბრალდებულებს, რათა ისინი „დაეცვა“ მოსალოდნელი სამუშაოებისგან.

წინასწარი გამოძიებით ალიმოში, გლიფადაში, ვულაში, ვულიაგმენსა და ვარქიზაში ქურდობის ცხრა შემთხვევაა გახსნილი.

აღნიშნულია, რომ ბრალდებულები მსგავსი დანაშაულისთვის ხელისუფლებას წარსულშიც აწუხებდნენ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *