პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში – რა უნდა ვიცოდეთ
პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში – რა უნდა ვიცოდეთ
20 თებერვლიდან ჩაეშვა საპილოტე პროგრამა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პოლიციის თანამშრომლების შესვლასთან დაკავშირებით, რომელშიც საწყის ეტაპზე 130 პოლიციელი იღებდა მონაწილეობას და უკვე თითქმის 1 თვეა წარმატებით მიმდინარეობს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პოლიციის განთავსების ინციატივა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ურბანული ტრანსპორტის ორგანიზაციის საერთო გადაწყვეტილებით წამოვიდა და მიზნან მგზავრებისა და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების უსაფრთხოების დაცვას ისახავს.
პოლიციის თანამშრომლები ავტობუსებში, ტრამვაიში, ელექტრიკოსა და მეტროსადგურებში როგორც პოლიციის, ასევე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილები შეიძლება შეგვხვდნენ.
პოლიციის თანამშრომლების უმეტესობა განთავსდება ისეთ წერტილებში, სადაც ჭარბობს კანონდარღვევები, მგზავრების უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება და ფიქსირდება ტრანსპორტისა და ავტომანქანების დაზიანებების შემთხვევები. უფრო კონკრეტულად კი: საგარეუბნო მატარებლის სადგურებზე: ზეფირი, ანო ლიოსია და ასპროპირღო. ხოლო ავტობუსების გაჩერებებზე, როგორიცაა: ახარნეს, ზეფირი და პირეა.
პოლიციის ოფიცრები სატრანსპორტო საშუალებების განრიგის მიხედვით იმუშავებენ და მგზავრებთან ერთად გადაადგილდებიან პირველი რეისიდან ბოლო რეისამდე.



