პოლიცია ხანიაში მომხდარი ვანდალიზმის საქმეს იძიებს
პოლიცია ხანიაში მომხდარი ვანდალიზმის საქმეს იძიებს
ვრცელდება კადრები, თუ როგორ შეიჭრნენ ვანდალები ხანიაში ბანკის ტერიტორიაზე და ამსხვრევენ აღჭურვილობას.
ვიდეო მასალა დაცვის კამერებიდან არის ამოღებული და Flashnews.gr-მა გაავრცელა.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ბანკების და უძრავი ქონების ოფისი ახალგაზრდებმა დააზიანეს, რომლებიც ქალაქში ამერიკული ბაზის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ოფისისა და ბანკების დაზიანებაში მონაწილეობა 25-მდე პირმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 3 შენობას მიაყენეს მატერიალური ზიანი უცნობმა პირებმა 18 ოქტომბერს ღამით.
სამიდან ორი ელევთერიუ ვენიზელუს ქუჩაზე მდებარე ბანკია, ხოლო ერთი კი უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავების სააგენტოს ოფისი.
ვანდალებმა ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ბანკებსა და ოფისში არსებული აღჭურვილობა.
flashnews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად უძრავი ქონების სააგენტოს ერთ-ერთ ფილიალს სალონიკშიც მიაყენეს დიდი მატერიალური ზიანი სულ ცოტახნის წინ.
