პოლიციელმა დედა-შვილი დახრჩობას გადაარჩინა
პოლიციელმა დედა-შვილი დახრჩობას გადაარჩინა
ტრაგიკულად შეიძლებოდა დასრულებულიყო დედა-შვილის ისტორია, რომლებიც ალივერიში, კერძოდ პანაღიცა სკუროიანნის მიმდებარე სანაპიროზე საბანაოდ იყვნენ წასულები.
დედა-შვილი გასაბერი ლეიბით იყო წყალში შესული, როცა ძლიერმა ქარმა ნაპირიდან საკმაოდ შორს გარიყა და ოროპოს მიმართულებით წაიღო. განწირული დედა-შვილის ხმა, რომელიც ხმელეთზე დაბრუნებას ძლიერი ტალღებისა და ქარის გამო ვეღარ ახერხებდა, სანაპიროზე მყოფმა ახალგაზრდებმა გაიგეს და გადაეშვნენ ზღვაში მათ გადასარჩენად, თუმცა ძლიერმა ქარებმა ხელი შეუშალათ ლეიბამდე მიღწევაში. დედა-შვილის გადარჩენა საბოლოოდ პოლიციელმა შეძლო, რომელიც გვერდით მდებარე სანაპიროზე იმყოფებოდა, დაუფიქრებლად გადახტა წყალში და ეტაპობტივი მითითებებით შეძლო მათი წყლიდან ამოყვანა.
evia online-ისთვის ცნობილია პოლიციელის ვინაობა, თუმცა მას თავად არ სურს გასაჯაროვდეს მისი სახელი და გვარი.
