პოლიციისთვის დღემდე დაუდგენელია ვინ ესროლა ქუსლში 28 წლის მამაკაცს.
პოლიციისთვის დღემდე დაუდგენელია ვინ ესროლა ქუსლში 28 წლის მამაკაცს.
აღიოს ნიკოლაოსის პოლიცია იძიებს გარემოებებს, რომლებმაც 28 წლის მამაკაცის ქუსლის დანაწევრება გამოიწვია.
28 წლის მამაკაცი მინოას მუნიციპალიტეტის სოფლიდან არის.
cretalive.gr-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაშავებული მამაკაცი დილით ადრე, ბენზინგასამართ სადგურზე იპოვეს. თუმცა სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მოხვედრამდე აღიოს ნიკოლაოსში, მეგობრის სახლში სუფრაზე იმყოფებოდა.
პოლიცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება კვალს, რომ დაადგინოს თუ ვინ ესროლა სანადირო თოფიდან დაზარალებულს.
28 წლის მამაკაცი აღიოს ნიკოლაოსის საავადმყოფოშია გადაყვანილი პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.
Facebook Comments Box