ვრილისია: „პორნოგრაფიაზე დამოკიდებული ვარ“ განაცხადა პარიკმახერმა რომელსაც სალონის საპირფარესოში ფარული კამერები ჰქონდა განთავსებული
ვრილისია: „პორნოგრაფიაზე დამოკიდებული ვარ“ განაცხადა პარიკმახერმა რომელსაც სალონის საპირფარესოში ფარული კამერები ჰქონდა განთავსებული
სალონის საპირფარეშოს გარდა, ის ასევე მისი მეუღლის 29 წლის ქალიშვილს უთვალთვალებდა.
49 წლის პარიკმახერის საქმემ, რომელიც დააკავეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან ფარული კამერები ვრილისიაში, საკუთარი თმის სალონის საპირფარესოში დაამონტაჟა, სენსაცია გამოიწვია. როგორც გაირკვა, მან იგივე გააკეთა მისი მეუღლის 29 წლის ქალიშვილის საძინებელში და იმ სახლის საპირფარესოში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
ტელეარქ MEGA-ს ცნობით, დაკავების შემდეგ 49 წლის მამაკაცმა განაცხადა რომ ის პორნოგრაფიაზეა დამოკიდებული.
თმის სალონის თანამშრომლები ასევე აცხადებენ 49 წლის მამაკაცის საეჭვო კონტაქტებზე უცნობ ადამიანებთან, რომლებსაც იგი შეხვდა თმის სალონის გარეთ, რათა მათთვის usb დისკი გადაეცა. თავად პარიკმახერი ამტკიცებს, რომ ეს დისკები მის მიერ დაწერილ სიმღერებს მოიცავდა.
პარიკმახერის ცოლის ქალიშვილი სამართალს ითხოვს: „ეს ჩვენთვის რთული მომენტია, რადგან ჩვენ ვდგავართ განსხვავებული რეალობის წინაშე ვიდრე ვიყავით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მე შოკში ვარ, მაგრამ მგონია, რომ დედაჩემი უფრო დიდ შოკშია, ამიტომ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად მშვიდად აღვიქვათ და გავუმკლავდეთ ამ მდგომარეობას. მინდა, რომ მან პასუხი აგოს, თავის ქმედებებზე. მე ვითხოვ სამართლიანობას, მე, დედაჩემი და მისი და ვართ მის წინააღმდეგ“, – განაცხადა მან ტელეარქ ალფასთან საუბრისას. „არ შემიძლია, გაქრობა მინდა“ – ამბობს დედა.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც პოლიციის განყოფილებაში ინფორმაცია შევიდა ბიზნესმენის ქმედებასთან დაკავშირებით, ხოლო ყველაფერი დამტკიცდა როდესაც ისინი პარიკმახერს საპარიკმახეროში ეწვიენ.
კერძოდ, პოლიციის თანამშრომლები, ჩვეულებრივი მოქალაქეების ფორმაში ესტუმრნენ თმის სალონს და საპირფარეშოს დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულს მართლაც ჰქონდა დაყენებული უხილავი ჩამწერი სისტემა და მაღაზიის ტუალეტებში ორი პატარა კამერა ჰქონდა განთავსებული.
ამ კონკრეტული სისტემის საშუალებით, პარიკმახერს ჰქონდა შესაძლებლობა ჩარეულიყო მის მიერ ჩაწერილი ფაილების ფაილურ სისტემაში, ასევე გადაეწერა, შეეცვალა, შეეგროვებინა, შეენახა და მოეძია ვიდეო ჩანაწერები ნებისმიერ დროს.
ასევე ირკვევა რომ ამ დროისთვის პარიკმახერის მიმართ 11 საჩივარი არსებობს ანალოგიურ ქმედებებზე.