Latest news
ირაკლიო: 64 წლის კაცმა თავისი ძმა ჯერ სცემა, შემდეგ კი დანით დაჭრა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სპეციალური მედიკამენტების შეძენას დღეიდან უბნის აფთიაქებშიც ... ბოლო 2 კვირის განმავლობაში 33 ემიგრანტს შეუჩერდა პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსი სალონიკი: 500 000-ზე მეტ ლაღანას გამოაცხობენ სუფთა ორშაბათისთვის  ვიანნოში მომხდარი შოკისმომგვრელი მკვლელობის დეტალები ვრცელდება დააკავეს 65 წლის კაცი, რომელმაც ნასვამ მდგომაროებაში ცოლზე იძალადა და ოჯახის ძაღლი მოკლა ძლიერი წვიმა, ქარი და აფრიკული მტვერი საბერძნეთში პატრა: პატარები კარნავალს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ ათენი: ძლიერი ქარების გამო ხეები მიწიდან ძირფესვიანად მოწყდა აფრიკული მტვერი: აკროპოლი ბურუსმა მოიცვა
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთი

პოროსი: არგოსარონის ზღვის პატარა ვენეცია

გემით პირეას პორტიდან 2,5 საათში,ხოლო კატამარანებით ერთ საათში იქნებით ჯადოსნურ კუნძულზე, რომელსაც გიორგო სეფერისი და ჰენრი მილერი ადიდებდნენ მისი სილამაზის გამო.

არგოსარონიკის მწვანე კუნძული ხელმისაწვდომია როგორც ზღვით, პირეას პორტიდან, ასევე ხმელეთით, პელოპონესიდან. ის მდებარეობს გალათას ტრიზინიასიდან ძალიან მცირე მანძილზე, რომელთანაც იგი დაკავშირებულია ბორნით ან ნავებით.

პოროსის პორტში ჩასვლისას პირველივე სურათი შთამბეჭდავია, თვალწარმტაცი სახლები ზღვას გადაჰყურებს, ხოლო მის პორტში, როგორც წესი, ბევრი ნავი დგას.

პოროსი ცნობილი გახდა 50-60-იანი წლებიდან ძველი ბერძნული ფილმებით როგორიცაა მაგალითად “ალისა საზღვაო ფლოტში”, რადგან მისი ბევრი სცენა ამ კუნძულზეა გადაღებული.

პოროსში შეიქმნა საზღვაო ძალების პირველი ობიექტები, რომლებიც დღეს სასწავლო ცენტრს და საზღვაო ძალების ბაზას მასპინძლობენ.

კუნძულის უძველესი სახელი იყო კალავრია, ეს არის უძველესი კუნძული, რომელიც გაჩნდა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად. უძველეს ქალაქ კალავრიაში, ბორცვის მწვერვალზე, 1894 წელს გათხრების შემდეგ, ნაპოვნი იქნა ღმერთ პოსეიდონისადმი მიძღვნილი ტაძრის ნანგრევები, რომლებიც დღემდე ხელმისაწვდომია. აქ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 322 წელს, დიდი ორატორი დემოსთენე მოწამლეს მაკედონელი გუბერნატორის ანტიპატერის დატყვევებისგან თავის დაღწევის შემდეგ.

მთელი ქალაქი, რომელიც ამფითეატრალურად არის აგებული გორაკის ფერდობზე 1993 წლიდან ტრადიციულ დასახლებად არის მიჩნეული. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში არის პოსეიდონის ტაძრის ნანგრევები, რომელიც იყო კალავრიას ამფიქტიონიის ცენტრი. მისი აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა მკვლევარების ვარაუდით იგი აშენდა დაახლოებით 520 წ.

პლაჟები

ასკელი. კუნძულის ყველაზე კოსმოპოლიტური და ხალხმრავალი ქვიშიანი სანაპირო ყველაზე დიდი ფართობით. ორგანიზებული მრავალი რესტორნით და სასტუმროებით გარშემო მანძილი ცენტრიდან სანაპირომდე 2 კილომეტრია.

ნეორიო. კუნძულის სიდიდით მეორე  ქვიშიანი სანაპირო რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, მათგან ზოგი ორგანიზებულია, ზოგი არა.

სიყვარულის პორტი. 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალტერნატიული პლაჟი, მასპინძლობს უამრავ უცხოელ და ბერძენ დამსვენებელს. თვალწარმტაცი ყურე ფაქტიურად ჩაეფლულია ფიჭვნარში ფირუზისფერი წყლებით, ქოლგებითა და შეზლონგებით.

არხი. სწორედ ამ პატარა ხიდზე, რომელიც აერთებს კალავრიას და სფარიას, არის კუნძულის კიდევ ერთი ორგანიზებული პლაჟი მშვიდი და სუფთა წყლებით. ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 700 მეტრში, იდეალურია ოჯახთან ერთად მშვიდი დასვენებისთვის და განტვირთვისთვის.

Visit Poros - Η επίσημη τουριστική ιστοσελίδα του Δήμου Πόρου
Poros Greece – Complete Island Guide | Discover Greece
Poros Island
Poros Island. Three destinations in one journey | sf.gr
Poros: Greek Island Alternative to Athens
Athens (Piraeus)-Poros Ferry, Tickets, Schedules | Ferryhopper
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *