პორტო კარასის ნავსადგურში 2 კერძო კატერი ცეცხლის ალში გაეხვა
პორტო კარასის ნავსადგურში 2 კერძო კატერი ცეცხლის ალში გაეხვა
გამთენიის 2:00 საათზე ცეცხლის ალში გაეხვა 2 კერძო კატერი სასტუმრო პორტო კარასის ნავსადგურში. ჰალკიდიკის სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძარი გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გაჩნდა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად მუშაობენ მტკიცებულებების შეგროვებაზე ცეცხლის კერის გაჩენის მიზეზის დასადგენად.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 26 მეხანძრე 12 სახანძრო მანქანით.
Facebook Comments Box