პორტო რაფტის 1ლი საჯარო სკოლის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 2 მოსწავლე დაშავდა
პორტო რაფტის 1ლი საჯარო სკოლის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 2 მოსწავლე დაშავდა
2025 წლის 5 ნოემბერს პორტო რაფტის 1 საჯარო სკოლაში მუსიკალური აუდიტორიის თაბაშირის ჭერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად 2 მოსწავლე მსუბუქად დაშავდა.
მარკოპულო მესოღეას მუნიციპალიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად აღნიშნული შემთხვევა პირველად დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის ცნობით, თაბაშირის ჩამოვარდნისთანავე, მოსწავლეები მუსიკალური ოთახიდან მასწავლებლებმა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით გაიყვანეს.
ინციდენტის შედეგად ორი სტუდენტი მსუბუქად დაშავდა, მათ სახისა და ზურგის არეში აქვთ ნაკაწრები.
ინციდენტისთანავე, მარკოპულოს მუნიციპალიტეტის ტექნიკური სამსახურის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება რათა სწორად დაიგეგმოს რესტავრაციის სამუშაოები.
Facebook Comments Box
