პრესპეს: 16 და 18 წლის ახალგაზრდებმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულეს
პრესპეს: 16 და 18 წლის ახალგაზრდებმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულეს
ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა სადღესასწაულოდ პრესპესში მცხოვრები ოჯახებისთვის. ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილების ასაკი 16 და 18 წელია, ხოლო 1 არასრულწლოვანი, კი მძიმედ დაშავდა.
ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლია, პირველი გამცხადდა შემთხვევის ადგილზე და სწორედ მან გადაიყვანა მისი შვილი საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
18 წლის გარდაცვლილის ბიძამ protothema.gr-თან საუბრისას განაცხადა: “ორი ოჯახი და სრულიად ორივე სოფლის მოსახლეობა შეძრული ვართ მომხდარით. ტრაგიკულია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე და დაშავებულებისთვის დახმარების აღმოსაჩენად მისულმა მისი შვილის ავტომანქანა იცნო. ჩვენი სტავროსი და კონსტანტინე ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ღმერთს ვთხოვ მათი მესამე მეგობარი მაინც გადარჩეს. სიტყვები არ მყოფნის მწუხარების გამოსახატად, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ..”