Latest news
ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა ვიოლანდა: ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ ვიოლანდა: ქარხნის მფლობელს დაკითხვაზე გადაიყვანეს სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ გასაღებს მაინც არ მაძლევდა - აცხადებს 64 წლის კაცი, რომელმაც საკუთარ ძმა... ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ ქაოსი ქუთაისი-სალონიკის ფრენაზე იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა თავისუფალი თეატრი 20 თებერვალს 24 საათით გაიფიცება არღირუპოლი: 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს დღეიდან ვიოლანდას მფლობელის მეორე ქარხანა Vitafree-ც დაიკეტება
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პროკურორმა 32 წლის ალჟირელი ქალის პატიმრობაში დატოვების განკარგულება გასცა – დაკავებული ყველა ბრალდებას უარყოფს

პროკურორმა 32 წლის ალჟირელი ქალის პატიმრობაში დატოვების განკარგულება გასცა – დაკავებული ყველა ბრალდებას უარყოფს

6 საათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურორმა 32 წლის ალჟირელი ქალის პატიმრობაში დატოვების განკარგულება გასცა. დაკავებულს ბრალი 4 წლის გოგონას მკვლელობაში ედება, რომელიც კვირას, 27 ივლისს პალეო ფალიროში, ედემის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს.

დაკავებულს კორიდალოს ციხეში ხვალ დილით გადაიყვანენ. 

დაკავებულმა ჩვენება თარჯიმანის დახმარებით მისცა, რადგან ბერძნულად არ საუბრობს და განაცხადა, რომ არ მიუძღვის ბრალი მისი შვილის სიკვდილში და დაიჟინა, რომ გოგონას სიცოცხლე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, საკუთარი სახლის სააბაზანოში დაშავდა და სანაპიროზე უკვე გარდაცვლილი მიიყვანა წყალში გასაშვებად. 

“ძენა სააბაზანოში წყლის გადასავლებად შევიყვანე, შემდეგ სამზარეულოში გავბრუნდი რომ მისთვის წყალი მიმეტანა. წყლის ავსებისას დაცემის ხმა შემომესმა და როცა სააბაზანოში შევბრუნდი ძენა ძირს ეგდო. გულში ჩავიხუტე და მისი გონს მოყვანა სცადე. მოეგო კიდეც გონს. შევიყვანე ისევ წყლის გადასავლებად მაგრამ მეორედაც დაკარგა გონება და თავი დაარტყა. ვცადე მისი გონს მოყვანა თუმცა უშედეგოდ. ჩავთალე რომ გარდაიცვალა, პანიკაში ჩავვარდი, შემეშინდა. პირველი რაც მომაფიქრდა იყო წავსულიყავი ზღვაზე. ჩემი შეცდომაა ეს და ვნანობ რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. ფალირომდე ტრამით მივედით, ჯიხურში რაღაცები ვიყიდე და სანაპიროსკენ გავეშურეთ. ბავშებმა ცოტახნით გასართობ მოედანზე ითამაშეს და ისევ მივბრუნდით სანაპიროზე, სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება ძენა წყალში დამეტოვებინა.” – განაცხადა დაკავებულმა დაკითხვაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *