ჟურნალისტი იზმა ტულატუ მშობიარობამდე სამი დღით ადრე გარდაიცვალა
ჟურნალისტურ სამყაროში მწუხარება გამოიწვია 49 წლის ჟურნალისტის, იზმა ტულატუს მოულოდნელმა გარდაცვალებამ , რომელიც ფაქტობრივად სამ დღეში დედა უნდა გამხდარიყო.
ბოლო ინფორმაციით, 49 წლის ჟურნალისტი, რომელიც კულტურულ რეპორტაჟს აშუქებდა, ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში, საკუთარ სახლში დაეცა. დეტალური ინფორმაცია მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.
ამავე ინფორმაციით, იზმა ტულატუ ორსულობის მეცხრე თვეში იმყოფებოდა და უახლოეს 24 საათში იმშობიარებდა.
რაც შეეხება ბავშვს, ექიმებმა საკეისრო კვეთა გააკეთეს და იბრძოდნენ მის შესანარჩუნებლად. საბედნიეროდ ჩვილი გადარჩა და ის ახლა “ალექსანდრას” ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული .
Facebook Comments Box