რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა და მოსწავლეებმა სკოლის გაცდენის შემთხვევაში
რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა და მოსწავლეებმა სკოლის გაცდენის შემთხვევაში
ახალი, 2025-2026 სასწავლო წლიდან მოსწავლეები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ სკოლის გაცდენას, რადგან თუ გაცდენების რაოდენობა დადგენილ ზღვარს გადააჭარბებს, სრულიად შესაძლებელია მოსწავლე კლასში ჩარჩეს.
მიუხედავად იმისა, რომ დაწყებით კლასებში განსაკუთრებული სიმკაცრით არ ეკიდებიან გაცდენების აღრიცხვას, ელ.პროგრამაში mySchool დამრიგებელი დეტალურად აღნიშავს როგორც ნაადრევად გაკვეთილის დატოვების ასევე დაგვიანებების შემთხვევებსაც. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე გამუდმებით, ახსნა-განმარტების გარეშე აცდენს სკოლას, დამრიგებელი გაცდენის ფაქტს ატყობინებს ოჯახს, თუ ოჯახი არ პასუხობს დამრიგებელს და ბავშვი ისევ არ ესწრება გაკვეთილებს პოლიციისა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მუშაკის დახმარებით ეძებს მოსწავლეს. იმ შემთხვევაში თუ ვერც ეს მეთოდი გამოიღებს შედეგს საქმე გადაეცემა სკოლის დირექტორს, რომელიც სრულიად მუნიციპალიტეტის მასშტაბით იწყებს მოსწავლის ძებნას, რათა დადგინდეს ესწრება თუ არა რომელიმე სხვა სკოლაში აღნიშნული მოსწავლე გაკვეთილებს.
რაც შეეხება მაღალ კლასებში აკადემიური მოსწრების მდგომარეობას, როგორც შარშან, წელსაც ნებადართული გაცდენების რაოდენობა 114-ია, ხოლო ახსნა-განმარტების გარეშე გაცდენების რაოდენობამ კი არ უნდა გადააჭარბოს 50-ს.
იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე გადააჭარბებს ახსნა-განმარტების გარეშე გაცდენების დადგენილ რაოდენობას, ჩამოერთმევა უფლება ჩააბაროს გამოცდები და შესაბამისად ჩარჩება კლასში.
