რატომ ამოიღეს ასტრაზენეკა გაყიდვიდან?
რატომ ამოიღეს ასტრაზენეკა გაყიდვიდან?
კუნძული კრეტას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოს ძანაკის განცხადების თანახმად ვაქცინამ, ასტრაზენეკა, მილიონობით სიცოცხლე იხსნა და ამავდროულად წვლილი შეიტანა მსოფლიო მასშტაბით ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაში პანდემიის დროს.
“ეს ვაქცინა აღარ ჩაეშვა სხვა ვაქცინებთან ერთად პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად არა იმიტომ, რომ საფრთხეს წარმოადგენდა სიცოცხლისთვის, არამედ იმიტომ, რომ ბაზრიდან ამოიღეს წმინდა კომერციულ მიზეზთა გამო”. პროფესორი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ მიღებული იქნა დაბალი მოთხოვნის გამო – რაც ამჟამად არამხოლოდ ასტრაზენეკას, არამედ ყველა ვაქცინას ეხება – იმ შავ პიართან ერთად, რომელიც ამ კონკრეტულმა ვაქცინამ მიიღო პანდემიის პერიოდში.
პროფესორმა ძანაკისმა განაცხადა protothema.gr-თან საუბრისას, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ ასტრაზენეკათი, არ აქვთ საფუძველი რამის ეშინოდეთ. ის უკუჩვენებები, რაც აცრის შედეგად შეიძლება გამოწვეულიყო, ვაქცინის გაკეთებიდან 3 ან 4 კვირაში იჩენდნენ თავს და არა დიდი ხნის, ან წლების შემდეგ.
რაც შეეხება მითქმა-მოთქმას თრომბოემბოლიური ეპიზოდების შესახებ, ვაქცინაციის ეროვნულმა კომიტეტმა ევროპული მედიკამენტების რისკის შეფასების კომიტეტთან ერთად 2021 წლის აპრილში განაცხადა: “არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოსის ეს შემთხვევები მიზეზობრივ კავშირშია ვაქცინასთან. ის მაჩვენებელი რაც ვაქცინაციის წელს დაიდო, არ აღემატებოდა იმ მაჩვენებელს, რაც სხვა წლებში გამოქვეყნდა კვლევების შედეგად”.