რატომ არ აქვს ავიაკომპანიების უმრავლესობას თვითმფრინავებში მეცამეტე რიგი?
მათემატიკა სამყაროს ენაა- ამბობდა პითაგორა. ციფრებს კაცობრიობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ყველა ცივილიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ეზოთერიკული თვალსაზრისით ყველა ციფრს საკუთარი ენერგია გააჩნია, აქედან გამომდინარე ზოგიერთი ციფრი (უფრო სწორედ რიცხვი) არა თუ შორეულ წარსულში, არამედ დღესაც კი ბევრ ადამიანს თავსატეხს უჩენს და აშინებს კიდეც.
ყველაზე გავრცელებული და ცნობილია შიში 13 რიცხვისადმი, რომელსაც ტრისკედეკაფობია ეწოდება.
მაგალითად, მსოფლიოს უმეტეს აეროპორტს არ აქვს მეცამეტე შესასვლელი ან გასასვლელი, ისევე როგორც თვითმფრინავში არ არსებობს მეცამეტე რიგი, სკამი ან ილუმინატორი!
13 რომ თარსი რიცხვია, ამას ბევრი მგზავრი ფიქრობს და უარს აცხადებს ამ ადგილზე დაჯდომაზე, ამიტომაც, უსიამოვნების და არასასურველი შეგრძნებების თავიდან ასარიდებლად, მეცამეტე რიგი ბევრ ავიაკომპანიას გაუქმებული აქვს.
Lufthansa, Air France, Ryanair, Qatar Airways, Emirates – არიან ის ავიაკომპანიები, რომლებიც მგზავრების მაქსიმალურ კომფორტზე ზრუნავენ და სულაც არ უნდათ, ვინმემ თავი მეცამეტე რიგში დაუცველად იგრძნოს, ამიტომაც, მათ თვითმფრინავებში მე-12 რიგის შემდეგ, პირდაპირ მე-14 რიგი მოდის.
“მგზავრებთა უმეტესობა უარს ამბობს ამ ადგილებზე ჯდომაზე,” აცხადებს ჰუდი გრემ-უივერი, კომპანია “ეარ ტრანის” წარმომადგენელი: “არ აქვს მნიშვნელობა, გვწამს თუ ჩვენ მსგავსი ცრურწმენების, მაგრამ ვითვალისწინებთ მგზავრების უმეტესი ნაწილის აზრს.”
თუმცა ცრურწმენები არა მხოლოდ ნეგატიური არსებობს. მაგალითად, აშშ-ს ავიარეისები მომხარებელს “ბედნიერ რეისებს” სთავაზობენ, ნომრებით 777 და 771 (თუმცა იმ თვითმფრინავების რეისების ნომრებიც, რომლებიც 2001 წლის 11 სექტმბერს ცნობილ “ტყუპებს” შეეჯახნენ, იყო 77 და 11).