რატომ ჩერდება სკოლებში სასწავლო პროცესი შობის არდადეგებამდე
რატომ ჩერდება სკოლებში სასწავლო პროცესი შობის არდადეგებამდე
23 დეკემბრამდე გაიფიცება საბერძნეთის მასწავლებელთა და საშუალო განათლების ფედერაცია.
გაფიცვა 2024 წლის 2 დეკემბერს დაიწყება, რომლის მიზანიც 4823/21 კანონის საფუძველზე მასწავლებელთა კვალიფიკაციის შეფასების გაპროტესტებაა.
კერძოდ, მასწავლებლების უარყოფითი რეაგირება შეფასების კრიტერიუმებსა და პროცესს მოყვა. გაფიცვის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს პროცესი უარყოფითად აისახება საგანმანათლებლო სივრცეზე.
სასწავლო პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში, რამდენიმე საათით შეჩერდება. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის 1 საათით შეჩერდება სასწავლო პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო უფრო მაღალი კლასებისთვის გაფიცვა 3 საათი გასტანს ყოველდღიურად ან დილის ან საღამოს საათებში.
Facebook Comments Box