Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
საბერძნეთიUncategorized

რაც დრო გადის იმედი უფრო და უფრო გვეწურება – აცხადებს 21 წლის გაუჩინარებული გერმანელი ტურისტის და

რაც დრო გადის იმედი უფრო და უფრო გვეწურება – აცხადებს 21 წლის გაუჩინარებული გერმანელი ტურისტის და

13 თებერვალს გაუჩინარებული გერმანელი ტურისტის ოჯახის წევრები პირველ კომენტარს აკეთებენ.

ოჯახმა კერძო ვერტმფრენი დაიქირავა გაუჩინარებული შვილის მოსაძებნად, მაგრამ ამინდი ხელს უშლის სამძებრო სამუშაოების მსვლელობას.

იოჰანის დამ განაცხადა, რომ სანამ გაუჩინარდებოდა მისი ძმა შეტყობინება გაუგზავნა: “ყველაფერი შესანიშნავად არის.”

“უკვე ყველა იმედი გადამეწურა, რადგან ვერტმფრენს მთის მეორე მხარეს მიდგომა ამინდის გამო არ შეუძლია. სამაშველო სამსახური ფეხით გადაადგილდება და საფეხმავლო ბილიკით ცდილობს იმ საშიშ ტერიტორიას მიუახლოვდეს, მაგრამ არ გვაქვს იმედი, რომ შესაძლებელია ამ ოპერაციის განხორციელება, მაგრამ რომც შეძლონ იმ ტერიტორიამდე მისვლა უამინდობის გამო მხოლოდ 5 მეტრის სიშორიდან შეუძლიათ ტერიტორიის დათვალიერება, რაც ჩვენი აზრით შედეგს ვერ მოიტანს.”

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვლიდან ეძებენ 21 წლის ტურისტს გერმანიიდან, რომელიც ხანიაში დასასვენებლად ჩავიდა. 

ახალგაზრდამ ავტომანქანა იქირავა, რათა გაეადვილებინა გადაადგილება და დანიშნულების წერტილებამდე მისვლა. ხუთშაბათს, 13 თებერვალს, სწორედ ნაქირავები ავტომანქანით წავიდა ომალოში, კერძოდ ქსილოსკალოში, ავტომანქანა სამარიას ხეობასთან გააჩერა და სწორედ აქ იკარგება მისი კვალი.

zarpanews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კომპანიის მეპატრონე, რომელიც ავტომანქანებს აქირავებს, დღეების განმავლობაში ცდილობდა ტურისტთან კონტაქტზე გასვლას, თუმცა უშედეგოდ. სწორედ მან განაცხადა პოლიციაში ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ. გერმანელი ტურისტის ბოლო კვალს კამერების დახმარებით მიაგნეს. ამჟამად სამარიას ხეობა დაკეტილია და სამართალდამცავი ორგანოები სამაშველო სამსახურის დახმარებით აქტიურად ეძებენ გაუჩინარებულს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *