Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთი

რა განრიგით იმუშავებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები სააღდგომო პერიოდში

რა განრიგით იმუშავებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები სააღდგომო პერიოდში

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები სამუშაო საათებს ცვლიან. სამუშაო განრიგის ცვლილება 25 აპრილიდან დაიწყება ხოლო კვირას, 28 აპრილს კი, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ღია იქნება. 

“ΕΛΣΤΑΤ-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რამაც ნათლად გვიჩვენა, რომ 2023 წლის ბოლოსკენ 3%-იანი ვარდნა განიცადა პატარა მაღაზიების გაყიდვებმა და ასევე ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ რთულად დაიწყო 2024 წლის პირველი სამი თვე ამ სფეროში მყოფი მცირე ბიზნესებისთვის ვიმედოვნებ, რომ სადღესასწაულო პერიოდი ყველაფერს შეცვლის. შესაბამისად ველოდებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდას და ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ მას არა მხოლოდ ტურისტულ უბნებში არამედ რაიონულ ბაზარზეც, რომელსაც მხარი ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დაუჭიროს. ათენის ცენტრალურ უბნებში განთავსებული მაღაზიები და არა მხოლოდ, გარეუბნებში არსებული ბაზრებიც, ელოდებიან მომხმარებლებს და სთავაზობენ სავსე თაროებს მიმზიდველი ფასებით. ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად მსოფლიოს”- განაცხადა ათენის სავაჭრო ასოციაციის პრეზიდენტმა სტავროს კაფუნისმა.

სადღესასწაულო სამუშაო საათები, რომელსაც ასოციაცია გვთავაზობს შემდეგია: მაღაზიები ღია იქნება დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე ხუთშაბათიდან, 25 აპრილიდან. ხოლო კვირას კი, 28 აპრილს მაღაზიები დილის 11 საათიდან შუადღის 4 საათამდე იმუშავებენ. 

აღდგომის მძიმე კვირას კი, დიდი ორშაბათიდან დიდი ხუთშაბათის ჩათვლით სავაჭრო ცენტრები ღია იქნება ისევ დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე, წითელ პარასკევს შუადღის 1 საათიდან საღამოს 7 საათამდე. რაც შეეხება შაბათ დღეს მაღაზიები დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე იმუშავებენ.

რა დღეებში დაიკეტება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები : 

კვირას, აღდგომის დღეს, ორშაბათს და სამშაბათს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *