რა განრიგით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს
რა განრიგით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს
წელს, როგორც ყოველთვის, ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი სადღესასწაულო განრიგს მოერგება.
უფრო კონკრეტულად კი 31 დეკემბერს ბოლო მატარებელი მეტროსა და ტრამვაის ხაზებზე შემდეგი განრიგით გავა:
- კიფისიიდან პირეას მიმართულებით: 22:20
- მონასტირაკიდან კიფისიას მიმართულებით: 22:36
- მონასტირაკიდან პირეას მიმართულებით: 22:54
- ომონიიდან კიფისიას მიმართულებით: 22:39
- ომონიიდან პირეას მიმართულებით: 22:52
- ატიკიდან კიფისიას მიმართულებით: 22:44
- ატიკიდან პირეას მიმართულებით: 22:47
რაც შეეხება მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებს:
- სინდაგმადან ყველა მიმართულებით: 23:03
- ანთუპოლიდან ელენიკოს მიმართულებით: 22:45
- ელინიკოდან ანთუპოლის მიმართულებით: 22:42
- დიმოტიკო თეატროდან დუკისის პლაკენტიას მიმართულებით: 22:37
- დუკისის პლაკენტიადან დიმოტიკო თეატროს მიმართულებით: 22:42
- აეროპორტიდან დიმოტიკო თეატროს მიმართულებით: 22:22
- დიმოტიკო თეატროდან აეროპორტის მიმართულებით: 21:42
რაც შეეხება ავტობუსებსა და ტროლეიბუსებს ღამის 22:00 საათიდან შეწყვეტენ გადაადგილებას.
Facebook Comments Box
