რა განრიგით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრაბსპორტი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე
რა განრიგით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრაბსპორტი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალ, პარასკევს, 15 აგვისტოს, ჩვეულზე უფრო ნაკლებ მარშრუტს შეასრულებს.
მეტროს პირველი ხაზი ხვალიდან კვირის, 17 აგვისტოს ჩათვლით ყოველ 12,5-15 წუთში ერთხელ გაივლის.
მეტროს მეორე ხაზი ხვალიდან კვირის, 17 აგვისტოს ჩათვლით ყოველ 15 წუთში ერთხელ გაივლის.
ხოლო მეტროს მესამე ხაზი კი დილის 08.00 საათიდან ღამის 22.00 საათამდე 10 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში კი 11,5 წუთში ერთხელ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აეროპორტიდან და აეროპორტის მიმართულებით ყოველ 36 წუთში ერთხელ გავა.
რაც შეეხებათ ტროლეიბუსებსა და ავტობუსებს, აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტები უკვე საზაფხულო პროგრამით გადაადგილდება. ხვალიდან კვირის, 17 აგვისტოს ჩათვლით კი კვირა დღის განრიგით იმოძრავებენ.
