რა იწვევს სახსრების ტკივილს
რა იწვევს სახსრების ტკივილს
სანამ სახსრების ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე დავიწყებთ საუბარს, გადავხედოთ რისკ ფაქტორებს:
სახსრის ტრავმა;
● ართრიტი;
● ჭარბი წონა;
● ასაკი;
● არასწორი ფიზიკური დატვირთვა და სხვა.
სახსრების ქრონიკული ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
● ოსტეოართრიტი – ართრიტის გავრცელებულია ტიპია, დამახასიათებელია სახსრის ყველა შემადგენელი ნაწილის მორფოლოგიური ცვლილებები, პირველ რიგში კი ხრტილის. კლინიკურად სახეზეა სახსრის ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა;
● რევმატოიდული ართრიტი – ქრონიკული დაავადებაა, იწვევს სახსრების შეშუპებასა და ტკივილს. დამახასაითებელია სახსრების დეფორმაცია;
● პოდაგრა – ახასიათებს შარდმჟავას კრისტალების ჩალაგება სახსარში. სახსარი არის მტკივნეული და განიცდის დეფორმაციას. ჩვეულებრივ წარმოდგენილია ფეხის ცერა თითზე;
● ვირუსული ინფექციები;
● ტენდინიტი და სხვა.