Latest news
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

რა მოხდა ლიოსიონის ქუჩაზე

რა მოხდა ლიოსიონის ქუჩაზე

სულ რამოდენიმე საათის წინ, ლიოსიონის ქუჩაზე სროლებისა და პოლიციელთა სირინების ხმა ისმოდა.

ათენის DIAS-ის პოლიციელებმა ლიოსიონის ქუჩაზე მოძრავი, საეჭვო მანქანა შეამჩნიეს და შეეცადნენ მის შემოწმებას, რაზეც ავტომანქანის მძღოლი არ დაემორჩილათ.

პოლიციის თანამშრომლებმა მანქანა ფაქტიურად ალყაში მოაქციეს და სახიფათო მანევრების საფუძველზე საკუთარიც და მძღოლის სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დააყენეს.

პოლიცია ეცადა სიტუაციის მობილიზებას ისე, რომ არავინ დაშავებულიყო და ამდენად, მძღოლის მიერ გაქცევის მცდელობის დროს, ბრიგადამ მანქანის საბურავებს ესროლა.

საბოლოოდ, საეჭვო ავტომობილიც და მისი მძღოლიც, რომელიც ალბანეთის მოქალაქეა,  პოლიციის თანამშრომლებმა  ნირვანას ქუჩაზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის საბარგულში 15 კილოგრამი კანაფი აღმოჩნდა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *