რა როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში ფიზიკურ აქტივობას?
რა როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში ფიზიკურ აქტივობას?
დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს საჭირო ენერგია დახარჯოს მაშინ, როცა მინიმუმ ნახევარსაათიანი ფიზიკური აქტივობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო დატვირთვის მქონეა.
დადასტურებული ფაქტია, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ისეთი არაგადამდები დაავადებების თავიდან აცილებას და მართვას, როგორიცაა გულის დაავადება, ინსულტი, დიაბეტი და რამდენიმე ტიპის კიბო.
- უზრუნველყოფს სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას;
- აძლიერებს ძვლებს, კუნთებს, სახსრებს და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
- ვარჯიში არა მხოლოდ კარგია ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ის ასევე ხელს უწყობს ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგრადობას.
ფიზიკური დატვირთვა ამცირებს დეპრესიისა და სტრესის შეგრძნებებს, აუმჯობესებს განწყობას და საერთო ემოციურ კეთილდღეობას;
- ზრდის ენერგიის დონეს;
- აუმჯობესებს ძილს;
- აყალიბებს თვითდისციპლინას;
გარდა ამისა, ფიზიკურმა აქტივობა საშუალებაა გაძლევთ, უფრო სწრაფად კონცენტრირდეთ საქმიანობაზე, დიდი ხნის განმავლობაში იყოთ ფოკუსირებული და უსარგებლო ინფორმაციაზე დრო არ დაკარგოთ.
Facebook Comments Box