რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ შოფინგისას
რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ შოფინგისას
ნოემბერი დიდი ფასდაკლებების დღეა, რაც განსაკუთრებულ აჟიოტაჟს იწვევს მომხმარებლებში. შავი პარასკევის გარდა მოქალაქეებს 1 დეკემბერს ონლაინ შენაძენების გაკეთებაც შეუძლიათ ფასდაკლებების ფარგლებში. ამ მეთოდს როგორც დადებითი მხარეები, მაგ. სახლიდან გაუსვლელად სასურველი პროდუქციის შეკვეთა, ასევე უარყოფითი მხარეებიც აქვს. მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაცია მოქალაქეებს ახსენებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ შენაძენების გაკეთებას და ინფორმირდნენ სწორად, სანამ საბანკო ანგარიშებიდან ტრანზაქციებს განახორციელებენ.
როგორც შესაბამის განცხადებაშია ნათქვამი, მომხმარებელთა გაზრდილი აქტივობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის თაღლითებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებლების ფული მიითვისონ პროდუქტების გაგზავნის გარეშე.
სად უნდა ვიყოთ ფრთხილად:
ფასდაკლებები, რომლებსაც შეცდომაში შევყავართ – ხშირად მაღაზიები საწყის ფასს ხელოვნურად ზრდიან, რომ შეთავაზება უფრო სახარბიელო გამოჩნდეს.
პროდუქტის არასრულყოფილი აღწერა – ასეთ დროს შესაძლებელია მომხმარებელმა გამოწეროს პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება მის მოთხოვნებს.
დაფარული დამატებითი ხარჯები გამოწერისას – შეთავაზებულ ფასებში ხშირად არ შედის გაგზავნის საფასური და სხვადასხვა საგადასახადო დანამატები.
შეფერხებები და დაგვიანებები შეკვეთილი ნივთების მიწოდებისას – გადაჭარბებული მოთხოვნა პროდუქციაზე იწვევს შეკვეთების მიტანის დღეების გაზრდას.
არასერთიფიცირებული გვერდები – მოერიდდეთ არასერთიფიცირებული ვებ გვერდებიდან პროდუქციის შეძენას.
