რა უნდა ვიცოდეთ იმ შემთხვევაში თუ გაციების დროს თვითმკურნალობას გადავწყვეტთ
რა უნდა ვიცოდეთ იმ შემთხვევაში თუ გაციების დროს თვითმკურნალობას გადავწყვეტთ
მწვავე რესპირატორული ინფექციის გამომწვევი 200 ვირუსიდან არც ერთი არ არის გრიპისა. გრიპი და მწვავე რესპირატორული ინფექცია სხვადასხვა დაავადებებია. ისინი ხშირად ერევათ ერთმანეთში და ამის გამო მკურნალობის უმართებულო ტაქტიკას ირჩევენ.
არსებობს სამი სახის გრიპის ვირუსი: A, B და C. C ბავშვობაში ყველას გადაგვიტანია. ის მყარ იმუნიტეტს ტოვებს და ყველაზე უვნებელია. A კი ყველაზე ვერაგი გახლავთ – ის სწრაფად იცვლის სტრუქტურას, რაც გრიპის ყოველწლიურ ეპიდემიას იწვევს.
გრიპსა და მწვავე რესპირატორულ ინფექციას მეტ-ნაკლებად მსგავსი სიმპტომები აქვს. სიმპტომების მიზეზია იმუნური სისტემის რეაქცია ინფექციაზე და არა ვირუსის მიერ ქსოვილის დესტრუქცია. თუმცა არის განსხვავებიც – გრიპი სწრაფად იწყება, მაღალი ტემპერატურით, მწვავე რესპირატორულ ინფექციას კი შემპარავი დასაწყისი ახასიათებს და ტემპერატურაც იშვიათად სცდება 38.5 გრადუსს. გრიპის დროს უფრო მკაფიოდაა გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები – ღებინება, თავისა და კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი… გრიპი მწვავე რესპირატორულ ინფექციაზე რთულად მიმდინარეობს და ზოგჯერ ანტივირუსული საშუალებების გამოყენებას მოითხოვს. საზოგადოდ კი რესპირატორული ინფექციის წელიწადში რამდენიმე მწვავე ეპიზოდი (ბავშვებთან – 6-8, ზრდასრულებთა – 4-მდე) საგანგაშო არ არის.