Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ მზისგან დამწვრობის მიღების შემთხვევაში

რა უნდა ვიცოდეთ მზისგან დამწვრობის მიღების შემთხვევაში

ზაფხულის მოსვლასთან ერთად საბერძნეთის, და არა მხოლოდ, მოსახლეობა ზღვის ნაპირებისკენ მიეშურება შვებულების გასატარებლად.

mkurnali.ge აქვეყნებს სასარგებლო რჩევებს იმ შემთხვევაში, თუ მზის გულზე ყოფნა დიდხანს მოგვიწია და დამწვრობა მივიღეთ.

მზის დამწვრობა ულტრაიისფერი სხივების გადამეტებული ზემოქმედებით გამოწვეული კანის ანთებაა.

ზოგჯერ მზის დამწვრობის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ვლინდება, თუმცა მზეზე ხანგრძლივად ყოფნა მაინც აისახება კანზე, ზრდის მისი დანაოჭების, ჭორფლის აღმოცენებისა და კიბოს განვითარების რისკს.

მზის დაკვრამ შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი სიმპტომების გარდა მძიმე გართულებებიც, როგორიცაა: 

  • ცხელება,
  • თავბრუხვევა,
  • ციებ-ცხელება,
  • გულისრევა,
  • პულსის აჩქარება,
  • სუნთქვის გახშირება,
  • გაუწყლოება,
  • კანზე მტკივნეული ბუშტუკების აღმოცენება,
  • შოკი ცნობიერების (გონების) დაკარგვით.

მზის დაკვრაზე ეჭვის მიტანისთანავე აუცილებელია დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ექიმის მოლოდინში დაზარალებულს არ უნდა დაალევინოთ ცივი წყალი (ის აძლიერებს, აღრმავებს ციებ-ცხელებას), კომპრესებიც არ უნდა იყოს ცივი, არამედ გრილი. საშუალო სიმძიმის დამწვრობისას ადამიანმა რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დალიოს – გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა აუცილებელია:

  • გრილი კომპრესები, შეგიძლიათ დაზარალებულს უბრალოდ დაუსველოთ ტანსაცმელი, რომ დაუქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და შეუმციროთ ტკივილის შეგრძნება;
  • დაზარალებულს შეუძლია მიიღოს გრილი აბაზანა საპნისა და სხვა დასაბანი საშუალებების გარეშე, რადგან მათი გამოყენება კიდევ უფრო აძლიერებს კანის გაღიზიანებას. აბაზანის მიღების შემდეგ არ
  • შეიძლება კანის საგულდაგულოდ გამშრალება-ტრავმირება, საკმარისია ზეწრის მსუბუქად მიდება კანის ოდნავ შესაშრობად;შეიძლება დამატენიანებელი და დამარბილებელი ლოსიონის ან კრემის წასმა, თუმცა მანამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან, რადგან ზოგიერთ კოსმეტიკური საშუალება შეიცავს ბენზოკაინს, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კრემებისა და საცხების დიდი ნაწილი კი აფერხებს კანის შეხორცებას, უწყვეტს რა მას ჟანგბადის მიწოდებას;
  • ბუშტუკებით დაფარული უბნები სასურველია დოლბანდის საფენით დაფაროთ (გადაიხვიოთ), რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის შეჭრა;

ძლიერი დისკომფორტისას შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *