Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში

რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში

ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალებს, რომელიც არღოსტოლის ცენტრალურ მოედანზე მიატოვეს.

სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონას გული გაუჩერდა.

23 წლის ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით მირტომ არაერთხელ მიიღო კოკაინი, რომელიც მისმა მეგობარმა, ყოფილმა სპორტსმენმა მის ალბანელ მეგობართან ერთად მიუტანა. როდესაც მირტომ გონება დაკარგა სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაცვლად მისი მიტოვება გადაწყვიტეს რადგან შეეშინდათ.

თუმცა ნაბიჯები, რომლებიც მათ მირტოს მისატოვებლად გადადგეს, საერთოდ არ ასახავს პანიკურ მდგომარეობას და შიშს. ბრალდებულების მიერ დასახული გეგმა კარგად ნაფიქრს და მშვიდად დასახულს ჰგავს.

ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს გოგონა ქუჩაში გაეყვანათ. მირტო 26 წლის ყოფილმა სპორტსმენმა გაიყვანა გარეთ და ცენტრალურ მოედანზე მიატოვა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ახალგაზრდებმა გამოიძახეს თუმცა ადგილზე მისვლისას განაცხადეს, რომ მათ გოგონა ქუჩაში გავლისას შეამჩნიეს. შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ყოფილი სპორტსმენი და ალბანეთის მოქალაქე იმყოფებოდნენ, რადგან 23 წლის ბრალდებული სასტუმროს ოთახიდან მირტოს კვალის წაშლას ცდილობდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *