რეთიმნო: ავტოსაგზაო შემთხვევამ 25 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
რეთიმნო: ავტოსაგზაო შემთხვევამ 25 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
30 ოქტომბერს გამთენიისას ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 25 წლის მძღოლმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიის 02:15 საათზე მოხდა. ახალგაზრდა მოტოციკლეტს მართავდა არკადისკენ მიმავალ გზაზე, როცა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად მოტოციკლეტისტი ადგილიდან მოწყდა და ასფალტზე დაენარცხა.
საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდას არ ეკეთა ჩაფხუტი.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა თუმცა მოროციკლეტისტისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაგვიანებული იყო. შეჯახებისას 25 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაშავდა.
Facebook Comments Box