რეთიმნო: თაღლითმა მოხუცებულს თავი ბუღალტრად მოაჩვენა და 4 000 ევრო გამოსძალა
რეთიმნო: თაღლითმა მოხუცებულს თავი ბუღალტრად მოაჩვენა და 4 000 ევრო გამოსძალა
კუნძულ კრეტაზე კიდევ ერთი თაღლითობის შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამად თაღლითობის მსხვერპლი 62 წლის ქალბატონია, რომელსაც გუშინ დაურეკეს ტელეფონზე და უთხრეს რომ მისი ბუღალტერი უკავშირდებოდათ.
თაღლითმა ქალბატონი დაარწმუნა, რომ გარკვეული საბუღალტრო მოქმედებებისთვის მისი ბანკის ანგარიში სჭირდებოდა. ხანგრძლივი საუბრის შედეგად თაღლითობის მსხვერპლმა მისი პირადი მონაცემები გადასცა თაღლითს და რამდენიმე საათში ქალბატონის ანგარიშიდან 4 000 ევროს ოდენობის ტრანზაქცია მოხდა.
პოლიციამ დაიწყო გამოძიება თაღლითის იდენტიფიცირებისთვის.
Facebook Comments Box