რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა
რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა
ცეცხლის ალში გაეხვა რეთიმნოში მდებარე კერძო სახლი.
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძარი 27 აპრილს, გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლი კერძო სახლის პირველი სართულიდან მოედო მთელ სახლს.
საბედნიეროდ წყვილმა, რომელიც კერძო სახლში ცხოვრობს, დროულად მოახერხა სახლიდან გამოსვლა, თუმცა ვერ მოახერხეს მათი ძაღლების გამოყვანა, რომლებმაც ცეცხლის შედეგად წარმოქმნილ კვამლს ვერ გაუძლეს და სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულეს ცეცხლის ალში გახვეულ სახლში.
ხანძრის ჩასაქრობად 10 მეხანძრე 4 სახანძრო მანქანით მუშაობდა. სახლი სრულიად დაიწვა.
დაიწყო გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად.
Facebook Comments Box