რეთიმნო: 37 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – გარდაცვლილი საკუთარმა შვილმა იპოვა
რეთიმნო: 37 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – გარდაცვლილი საკუთარმა შვილმა იპოვა
რეთიმნოს ერთ-ერთ სოფელში სამშაბათს საღამოს 37 წლის კაცმა საკუთარი სახლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 37 წლის კაცი სახლიდან გავიდა, ავტომანქანით რამდენიმე მეტრი გაიარა, მანქანიდან გადმოვიდა და თავი მოიკლა.
გარდაცვლილის ცხედარი საკუთარმა შვილმა იპოვა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ყოველგვარი სამედიცინო ჩარევა უკვე დაგვიანებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილმა წერილი დატოვა, სადაც საუბრობდა მისი ამ ტრაგიკული გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე.
Facebook Comments Box