რეთიმნო: 56 წლის მოტოციკლეტისტი ავტომანქანას შეეჯახა
რეთიმნო: 56 წლის მოტოციკლეტისტი ავტომანქანას შეეჯახა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 56 წლის მოტოციკლეტის მძღოლმა ავტოკატასტროფის შედეგად, რომელიც რეთიმნოში სამშაბათს ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოტოციკლეტი რომელსაც 56 წლის მძღოლი მართავდა, შეეჯახა ავტომობილს. ავარიის გამომწვევი მიზეზები გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია.
ძლიერი შეჯახების შედეგად 56 წლის მძღოლი სასიკვდილოდ დაშავდა.
უბედური შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაუყოვნებლივ გადაიყვანა დაშავებული რეთიმნოს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მუშაობს რეთიმნოს საგზაო პოლიციის განყოფილება.
დროებითი დაკავების საკანში რჩება ავტომანქანის მძღოლი.
Facebook Comments Box