რიო: 14 წლის გოგონა სიცოცხლისთვის იბრძვის ავარიის შემდეგ იმავე ადგილას, სადაც 2012 წელს 15 წლის ბიჭი დაიღუპა
სიცოცლხლის შესანარჩუნებლად იბრძვის 14 წლის კრისტინა, რომელიც მძიმედ დაშავდა კვირას დილით, რიოს სანაპირო რაიონში მოტოციკლით მომხდარი საგზაო შემთხვევის შედეგად, რომელსაც მისი 16 წლის მეგობარი ბიჭი მართავდა.
ორი ახალგაზრდა ღამის სეირნობიდან ბრუნდებოდა, როდესაც პატრაში ცნობილი რესტორნის მფლობელის მანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ორივე ბავშვი დაშავდა, 14 წლის კრისტინამ თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც იგი მართვით სუნთქვაზე მყოფი პატრას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ტრაგიკული დამთხვევაა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა რიოს “დაწყევლილ”ადგილზე, იქ სადაც 2012 წლის მაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის პანოს ცავარასი დაიღუპა.
სწორედ მაშინ პატრას ადგილობრივი საზოგადოება შოკში ჩავარდა, როდესაც გაიგო, რომ მათი ორი პატივსაცემი და საყვარელი ადამიანის, კოსტას ცავარას და ფედრა დურუს შვილი ჯიპმა გაიტანა მაშინ, როდესაც 15 წლის მოზარდი სკოლიდან უმცროს ძმასთან ერთად ველოსიპედით ბრუნდებოდა.
პანოს ცავარასი დღეების განმავლობაში იბრძოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ბიჭი 2012 წლის 18 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.