Latest news
პოლიციაში ათობით საჩივარია შესული ქალზე, რომელიც მძღოლებს თანხას სძალავს, იმ მიზეზით რომ ბენზინი გაუ... ირაკლიო: დღეს 3 წლის ანგელოს ბიოლოგიურ მამას გამომძიებელი დაკითხავს განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა - ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩ... ორეოკასტრო: 2 წლის ბავშვს რკინის ჭიშკარი დაეცა საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა პატრა: 10 წლის ბიჭი სახლში უკანონოდ შეჭრის მცდელობისას აივნიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა ნავპლიო: ციხეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 5 პატიმარი დაშავდა მტრედმა პაციენტს საჭმელი შეუჭამა
სამშაბათი, აპრილი 29, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ ამოვიცნოთ არასრულწლოვნებზე ძალადობის კვალი და რატომ არ საუბრობენ ბავშვები ამაზე

როგორ ამოვიცნოთ არასრულწლოვნებზე ძალადობის კვალი და რატომ არ საუბრობენ ბავშვები ამაზე

ბავშვები, რომლებიც უფროსებისგან განიცდიან ჩაგვრას და არასათანადო მოპყრობას, ხშირად გამოიყურებიან სუსტად, არიან ჭუჭყიანები, აქვთ ტანზე დაზიანებები ან ემოციურად და მენტალურად გაუწონასწორებლები არიან.

ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობა სავარაუდოა, როდესაც ბავშვის ტანზე ვლინდება ფიზიკური ზემოქმედების კვალი, ჩალურჯებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული შემთხვევით ტრავმასთან ან არ ემთხვევა ბავშვის ან მისი მშობლის მიერ აღწერილ შემთხვევებს. ჩნდება ახალი სისხლჩაქცევები.

ბავშვთა ძალადობის მართვა გულისხმობს, მოარიდონ ბავშვი შემდგომ დამზიანებელ ზემოქმედებას. საჭიროა ბავშვებთან და მშობლებთან ხშირი კონსულტაციები. ზოგჯერ აუცილებელია ბავშვის ჰოსპიტალიზაციაც და ხშირად – ოჯახის დახმარება უსაფრთხო და აუცილებელი მატერიალური გარემოს შექმნით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ფიქსირდება ბავშვთა უგულებელყოფისა და სასტიკი მოპყრობის 896000-ზე მეტი შემთხვევა, რომელთაგან 1400 მთავრდება ბავშვის გარდაცვალებით. უგულებელყოფა 3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა.

ექიმებსა და ექთნებს კანონი აკისრებთ ვალდებულებას, რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინონ ადგილობრივ ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს ბავშვის უგულებელყოფისა და სასტიკი მოპყრობის ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა.სამედიცინო მუშაკებს არ აქვთ ვალდებულება, თუმცა შეუძლიათ გააცნონ მშობლებს მათ მიერ განხორციელებული შეტყობინების შესახებ, რათა მშობელი მზად იყოს შესაბამის ორგანოებთან გასაუბრებისთვის ან დაელოდოს სახლში ვიზიტს. გარემოებიდან გამომდინარე, არსებული შემთხვევის მართვაში შესაძლებელია ჩაერთონ ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურებიც. საეჭვო შემთხვევების გადაუდებელ შეტყობინებას კანონი ავალდებულებს ყველა პირს, რომელსაც უწევს მუშაობა (ზრუნვა) 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან. ამ პირებში მოიაზრებიან: მასწავლებლები, ბავშვის მომვლელები (ძიძები), აღმზრდელები (საბავშვო ბაღში), მინდობით აღზრდის შემთხვევებში მიმღებ ოჯახზე მეთვალყურე პირები, პოლიციელები და იურიდიული მომსახურე პერსონალი. სხვა ნებისმიერ პირს, რომელმაც იცის ან ეჭვი აქვს ბავშვებზე ძალადობის ფაქტზე, შეუძლია გააკეთოს შეტყობინება, თუმცა კანონი მათ ამას არ ავალდებულებს.

ნებისმიერ ბავშვზე განხორციელებული ქმედება მოზრდილის ან უფროსი ასაკის ბავშვის მხრიდან, რომელიც იწვევს სექსუალურ ვნებას, დეფინირდება, როგორც სექსუალური ძალადობა. იგი მოიცავს: ბავშვის საშოში, უკანა ტანში ან პირში შეღწევას, სექსუალური მიზნით ბავშვთან შეხებას შეღწევის გარეშე (გარყვნილი ქმედება), გენიტალური ორგანოების ან პორნოგრაფიული ფილმების ბავშვისთვის ჩვენებას ან ბავშვის გამოყენებას პორნოგრაფიული მიზნით. სექსუალურ ძალადობად არ მოიაზრება სექსუალური თამაშები, რომლის დროსაც 4 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველგვარი იძულების გარეშე ეხებიან ან ანახებენ ერთმანეთს გენიტალურ ორგანოებს. 18 წლის ასაკის მოზარდებში გოგონების 12-დან 15% და ბიჭების 8-დან 10% სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. უმეტესწილად სექსუალური მოძალადეები არიან ბავშვისთვის ნაცნობი პირები: მამინაცვალი, ბიძა, დედის მეგობარი მამაკაცი. ქალების მხრიდან სექსუალური ძალადობა იშვიათია.

გარკვეული გარემოებები ზრდის სექსუალური ძალადობის რისკს. მაგალითად, ბავშვს, რომელსაც ჰყავს რამდენიმე სხვადასხვა ძიძა ან ძიძა, რომელსაც ჰყავს არაერთი სექსუალური პარტნიორი, იმყოფება მაღალი რისკის ქვეშ. საზოგადოებიდან იზოლირებული, დაბალი თვითშეფასების მქონე ან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სხვა წევრებზე ხორციელდება სექსუალური ძალადობა, ასევე, წარმოადგენენ მაღალ რისკჯგუფს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *