როგორ იქცა პანგრატი სტუდენტურიდან ძვირადღირებულ უბნად
როგორ იქცა პანგრატი სტუდენტურიდან ძვირადღირებულ უბნად
ნიუ იორკად იქცა საბერძნეთის ერთ-ერთი კარგად ცნობილი სტუდენტური უბანი, პანგრატი, სადაც ადრე ბინას 350 ევროდ თუ ნახავდით, ახლა პატარა ოთახის ღირებულება 800-დან 850 ევრომდე მერყეობს.
გასულ წელთან შედარებით აღნიშნულ უბანში ქირის ფასმა 20%-ით მოიმატა. დღევანდელი მონაცემების მიხედვით 1 კვადრატული მეტრის ღირებულება 12 ევროს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ 40-60 კვადრატული ბინის ქირაობა შეუძლებელია 600 ევროზე ნაკლებად. ხოლო თუ ახალი გარემონტებულია ამ შემთხვევაში ფასი 850 ევროსაც უტოლდება.
ფასის მატებას კონკრეტული მიზეზები აქვს: მოთხოვნა მაღალია, ბინების რაოდენობა კი ცოტა. აღნიშნული მოთხოვნა კი უბნის იდეალურ მდებარეობაშია, რომელიც სიმწვანეშია გაშენებული და არის ცენტრთან ახლოს.
Facebook Comments Box
