Latest news
მგზავრი მატარებლის რელსებში გადავარდა - დაკეტილია ევანგელისმოსა და მეღარო მუსიკის სადგურები რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი...
კვირა, აპრილი 27, 2025
დღესასწაულებისაბერძნეთი

როგორ მოვამზადოთ გემრიელი პასკა

როგორ მოვამზადოთ გემრიელი პასკა

დაგჭირდებათ:

  • 5 კვერცხი
  • 600 გ. შაქარი
  • 1,5 კგ. ფქვილი
  • 3 ს.კ. საფუარი
  • 500 მლ. რძე
  • 125 მლ. გამდნარი კარაქი
  • 125 მლ. გამდნარი მარგარინი
  • 1/2 ჩ.კ. ილი
  • 1/2 ჩ.კ. ჯავზი
  • 1/4 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1/4 ჩ.კ. მიხაკი
  • 1 ს.კ. კონიაკი ან არაყი
  • 1/2 ლიმონის ცედრა
  • 1/2 ჩ.ჭ. ზეთი
  • 1 შეკვრა ვანილინი
  • 150 გ. ცუკატები და ქიშმიში (ერთად)

მომზადება:

  • იმისათვის რომ პასკის ცომი და შესაბამისად პასკა კარგი გამოგივიდეთ, ოთახი დაათბეთ, დილითვე გაამზადეთ ინგრედიენტები, რომ ოთახის ტემპერატურა მიიღოს. სანელებლები პატარა ჭიქაში მოათავსეთ და კონიაკი/არაყი დაასხით.
  • ცომის მოსამზადებლად 250 მლ. თბილ რძეში (რომელიც ხელს ოდნავ წვავს) გახსენით საფუარი, დაუმატეთ 1 ს.კ. შაქარი, გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად.
  • კვერცხის გულები და ცილა გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ, ღრუბლისებრ მასას რომ მიიღებთ ნელ-ნელა შეათქვიფეთ 5 ს.კ. შაქარი. მიიღებთ მყარ ბეზეს. კვერცხის გულებისა და დარჩენილი შაქრისგან მოამზადეთ გოგლიმოგლი. მას ფრთხილად შეურიეთ ბეზე.
  • დარჩენილი 250 მლ. რძე აადუღეთ, მას დაუმატეთ გამდნარი კარაქი, მარგარინი და ზეთის ნახევარი.
  • ფქვილი დიდ ჯამში გაცერით, დაუმატეთ საფუვრიანი, რძიანი და კვერცხიანი მასა. მოზილეთ ცომი. ბოლოს შეაზილეთ ზეთის მეორე ნახევარი. ცომი შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 6 საათით.
  • ცომი გაორმაგდება, შემდეგ დაუმატეთ სანელებლები, ვანილი, ლიმონის ცედრა და ცუკატები (ცუკატებს ცომში დამატებამდე 1 ს.კ. ფქვილი დაუმატეთ, რომ თანაბრად განაწილდეს ცომში). კიდევ გადაზილეთ და საცხობ ფორმებში გაანაწილეთ ( მე ქაღალდის ფორმებში გამოვაცხე, ამიტომ ფორმებისთვის ცხიმი არ წამისვამს) ფორმებშიც ააფუეთ, დაახლოებით 5-6 საათი.
  • შემდეგ კი 150 გრადუსზე გამოაცხეთ. დასჭირდება 45-60 წუთი. პასკის ზომას გააჩნია. შეამოწმეთ ხის წკირით, თუ მშრალი ამოვა მზადაა.
  • შაქრის მინანქრისთვის 1 კვერცხის ცილა 1 ჩ.ჭ. შაქრის პუდრასთან ერთად ათქვიფეთ და გაციებული პასკები მორთეთ.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *