Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთიჯანმრთელობა

როგორ უნდა მივხვდეთ რომ დავიწვით და რა უნდა მოვიმოქმედოთ დამწვრობის თავიდან ასაცილებლად? 

როგორ უნდა მივხვდეთ რომ დავიწვით და რა უნდა მოვიმოქმედოთ დამწვრობის თავიდან ასაცილებლად? 

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს და შესაბამისად ჩვენი კანიც უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება მხურვალე მზის სხივების მიმართ, როგორ უნდა მივხვდეთ რომ დავიწვით? და რა უნდა მოვიმოქმედოთ დამწვრობის თავიდან ასაცილებლად?

თუ საღამო ხანს კანზე სიწითლე შეამჩნიეთ, ეს უკვე პირველი ხარისხის დამწვრობაა. თუ მას სათანადოდ მოუვლით, შესაძლოა, კანის ზედა ფენა აქერცვლას გადაარჩინოთ. კანის დასამშვიდებლად საუკეთესოა პანთენოლის შემცველი კრემები და პანთენოლის სპრეი – კრემ-ქაფი, რომელიც ნაზად ეფინება გაღიზიანებულ ადგილს, აგრილებს მას და აჩქარებს მოშუშებას. თუ დამწვრობა მსუბუქი სიწითლითა და სიმხურვალით შემოიფარგლება, მის დასაცხრობად შინაური საშუალებებიც გამოდგება: გრილი მწვანე ჩაის საფენები, მაწონი, გრილი ფიზიოლოგიური ხსნარი (1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ლიტრ წყალზე), კიტრის ნაჭრები, – რომლებსაც მხოლოდ გამაგრილებელი ეფექტი აქვს. თუ დამწვრობა დიდ უბანზეა და ბუშტუკებიც შეამჩნიეთ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.

დამცავი საშუალებები

დამცავი საშუალებების დევიზია: “მეტი გვეხმარება მეტად”.

შავგვრემნებს ნამდვილად გაუმართლათ: მათი კანის უჯრედები უხვად გამოიმუშავებს მელანინს, თეთრი კანი კი გაცილებით დაუცველია, ამიტომ შავგრემნები ადვილად ირუჯებიან, თეთრი კანის მქონეები კი წითლდებიან და იწვებიან.

მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე ნამზეურის მიღება არც ერთი ფერის კანისთვის არ არის რეკომენდებული, მაგრამ თეთრ კანს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *