როგორ შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა უფასოდ ოპერაციების გაკეთებას კერძო კლინიკებში
როგორ შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა უფასოდ ოპერაციების გაკეთებას კერძო კლინიკებში
ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს შეამსუბუქოს თვალუწვდენელი რიგები ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად სახელმწიფო საავადმყოფოებში თამაშში კერძო კლინიკების ჩართვით, რომლებში რეგისტრაციის გავლის შემდგომაც პაციენტების ქირურგიულ ოპერაციებს ეროვნული განვითარების ფონდი დააფინანსებს.
ჯანდაცვის ეროვნული სისტემის ელექტრონულ გვერდზე უფასო ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად პროგრამა გასულ ხუთშაბათს, 8 მაისს ჩაეშვა. ჯამში ეროვნული განვითარების ფონდი 37 500 ოპერაციას დააფინანსებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც კრიტიკული გახდა იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც წლებიც კი ელოდებიან დაგეგმილ ოპერაციებს სახელმწიფო საავადმყოფოებში არასაკმარისი სამედიცინო პერსონალის გამო.
პაციენტების ინფორმირება შეტყობინების sms-ის გამოყენებით ხდება და ოპერაციები იგეგმება იმის მიხედვით, თუ ვინ დგას უკვე თვეებია რიგში. გავრცელებული ინფორამციის თანახმად პირველი პაციენტები ვინც შეტყობინებები მიიღეს, არიან ისინი, ვინც რიგში 4 თვეზე მეტია დგანან.