როდემდე გასტანს სადღესასწაულოდ პროგნოზირებული უამინდობის ფენომენი
როდემდე გასტანს სადღესასწაულოდ პროგნოზირებული უამინდობის ფენომენი
საშობაოდ საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგური დაბალ ტემპერატურას, წვიმებსა და ქარიშხალს პროგნოზირებს.
საბერძნეთის მოსახლეობას შობის კვირის გატარება საწვიმრებსა და თბილ ქურთუკებში მოუწევთ, თუმცა ზამთრის სუსხიანი ამინდი დიდხანს არ გასტანს.
მოწმენდილი ცით, მზიანი ამინდითა და საგაზაფხულო ტემპერატურით გამოემშვიდობება საბერძნეთის მოსახლეობა 2024 წელს. ამინდი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუმჯობესდება და ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს 31 დეკემბერს.
მხოლოდ კრეტაზე და იონიის ზღვის კუნძულებზეა მოსალოდნელი მოღრუბლული ამინდი და ადგილობრივი წვიმები შუადღის შემდეგ. თუმცა საღამოს საათებისთვის ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა შემცირდება.
ტემპერატურა საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონებში 14 გრადუსს მიაღწევს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე კი 15-დან 17 გრადუსამდე იმერყევებს.