როდემდე შენარჩუნდება ზამთრის სუსხი საბერძეთის ატმოსფეროში
როდემდე შენარჩუნდება ზამთრის სუსხი საბერძეთის ატმოსფეროში
მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული უკვე მოვიდა, ტემპერატურა ისევ დაბალი რჩება და ცივი ქარებიც არ წყვეტენ შემოდინებას. თუმცა ზამთრის სუსხი ქვეყანაში დიდხანს არ შენარჩუნდება, ატმოსფეროში დაგროვილი ნალექი ნელ-ნელა გაედინება და ოთხშაბათიდან, 5 მარტიდან ტემპერატურა ეტაპობრივად მატებას დაიწყებს.
ტელემაუწყებელ Mega-ზე საუბრისას იანის კალიანოსმა განაცხადა, რომ ოთხშაბათი დღე საკმაოდ მზიანი იქნება და ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს.
სინოპტიკოსი დიმიტრის სიაკოპულოსის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად ამინდი ევროპის უმეტეს ნაწილში გაუმჯობესდება და სეზონისთვის შეუსაბამოდ მაღალი ტემპერატურაც დაფიქსირდება მარტის თვეში. რაც შეეხება საბერძნეთს დაუბერავენ 7 ბოფორამდე სიმძლავრის ქარები და საგრძნობლად მოიმატებს ტემპერატურა. ატმოსფეროში ჯერ კიდევ შენარჩუნებული ნალექის გამო კუნძულ კრეტაზე მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმები.
ხუთშაბათს, 6 მარტს სრულიად ქვეყნის მასშტაბით მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ქარების სიმძლავრეც საგრძნობლად შემცირდება და დაუბერავენ მხოლოდ 1,2 ბოფორის სიმძლავრის ქარები. ტემპერატურა ეტაპობრივად განაგრძობს მთელი კვირის განმავლობაში მატებას.