Latest news
ამალიადა: ციპუროს დიდი ოდენობით მიღების შემდეგ 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მოათავსეს პატრა: 14 წლის გოგონამ თანაკლასელს ხელი ჰკრა - დაცემის შედეგად სკოლის მოსწავლემ თავი დაარტყა კიფისო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა გლიფადა: გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 7 კაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება მუშაობდა 2 თურქეთის მოქ... სალონიკი: 16 წლის ბიჭი სკოლის წინ ხუთმა თანატოლმა უმოწყალოდ სცემა მონემვასია: მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ედესა: სასამართლოს წინაშე წარდგება 34 წლის კაცი, რომელმაც შეყვარებული უმოწყალოდ სცემა საშემოდგომო ამინდები საბერძნეთში: ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა საგრძნობლად იკლებს ათენში დილა საცობებით დაიწყო როდოსი: სკოლის დირექტორი იხსენებს სახიფათო Superman-ის გამოწვევას, რომლის შედეგადაც 13 წლის ბიჭი მძი...
ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
საბერძნეთიმსოფლიო

როდიდან აპირებს ევროკავშირი შესვლა/გასვლის სისტემას (EES) გააქტიურებას?

როდიდან აპირებს ევროკავშირი შესვლა/გასვლის სისტემას (EES) გააქტიურებას?

შენგენის ზონაში ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეების მზარდმა რაოდენობამ, რომელთა ნაწილიც ხშირად უკანონოდ რჩება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში და გარე საზღვრებზე უსაფრთხოების პრობლემებმა, საჭირო გახადა შენგენის ზონის გარე საზღვრების მართვის ახალი წესების შემუშავება.

EES სისტემა დააჩქარებს და გააუმჯობესებს სასაზღვრო კონტროლს და შეცვლის პასპორტის შტამპს ელექტრონული სისტემით, რომელიც პირველადი რეგისტრაციის შემდეგ 3 წლის ვადით შეინახავს მოგზაურის მონაცემებს.

რა არის EES?

შესვლა/გასვლის სისტემა (EES) ავტომატიზირებული IT სისტემაა, რომელსაც ევროკავშირი გამოიყენებს მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის ავტომატური მონიტორინგისთვის.

ვის მოუწევს EES სისტემაში რეგისტრაციის გავლა?

სისტემა შეაგროვებს ბიომეტრიულ მონაცემებს მესამე ქვეყნების (არაწევრი ქვეყნების) მოქალაქებისგან, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლე ვიზიტით (90 დღიდან მაქსიმუმ 180-მდე) მიემგზავრებიან. გარდა ირლანდიის, ლიხტენშტაინის, ნორგვეგიისა და შვეიცარიის მოქალაქეებისა.

სისტემაში რეგისტრაცია არ მოუწევთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეზიდენტებსა და გრძელვადიანი ვიზის მფლობელებს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსი და ირლანდია ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, ორივე ქვეყანაში საჭირო იქნება ბიომეტრიული პასპორტის წარდგენა.

რა პროცედურის გავლა მოუწევთ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს EES სისტემაში დასარეგისტრირებლად?

EES სისტემის ამოქმედებიდან მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა, პირველად მოგზაურობის შემთხვევაში, უნდა წარადგინონ პირადი მონაცემები საზღვრის კვეთისას. პასპორტ კონტროლის ოფიცრები მგზავრებს აუღებენ თითის ანაბეჭდებს და გადაუღებენ ფოტოსურათს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კი განთავსდება ციფრულ ფაილში.

EES-სისტემაში დაფიქსირდება:

  • მესამე ქვეყნის მოქალაქის პირადი მონაცემები პასპორტიდან/სამგზავრო დოკუმენტიდან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ა.შ)
  • ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლისა და გასვლის თარიღი და ადგილი ყოველი მოგზაურობისას
  • მოქალაქეს მოუწევს სახის სკანირების პროცედურის გავლა და თითის ანაბეჭდების ჩაბარება
  • ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარი.

იმ შემთხვევაში თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ფლობს მოკლევადიან ვიზას შენგენის ზონაში შესასვლელად მისი თითის ანაბეჭდები უკვე განთავსებულია სავიზო სისტემაში, შესაბამისად EES-სისტემაში ანაბეჭდების დაფიქსირება საჭიროებას აღარ წარმოადგენს.

მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უარს განაცხადებენ სისტემაში ბიომეტრიული მონაცემების რეგისტრაციაზე ვერ შევლენ სასურველი ევროკავშირის ქვეყნის საზღვარზე.

აღნიშნული პროცედურა უფრო სწრაფი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეები წინასწარ გაივლიან რეგისტრაციას:

  • თვითმომსახურების კიოსკებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში მათი ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე)
  • მობილურ აპლიკაციაში.

იმ შემთხვევაში თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ერთხელ უკვე გავლილი აქვს EES კონტროლი:

  • პასპორტის კონტროლის ოფიცრები მხოლოდ მოგზაურის თითის ანაბეჭდებს და ფოტოს გადაამოწმებენ.
  • ბიომეტრიული პასპორტის ფლობის შემთხვევაში კი საზღვრის კვეთას პასპორტ კონტროლის გარეშე, პასპორტის სკანირებით შეძლებენ თვითმომსახურების კიოსკებში.

რატომ აგროვებს EES სისტემა პერსონალურ მონაცემებს?

  • გარე საზღვრებზე კონტროლის გასაძლიერებლად.
  • მუდმივად მზარდი ემიგრაციის თავიდან ასარიდებლად.
  • მიგრაციული ნაკადების გასაკონტროლებლად/სამართავად.
  • მესამე ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ან რომლებმაც გადააჭარბეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნებადართულ/კანონით გათვალისწინებულ მოგზაურობის დროს.
  • თაღლითების იდენტიფიცირებისთვის (მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც იყენებენ ყალბ პასპორტებსა და დოკუმენტაციას)
  • ტერორისტული და სხვა საზოგადოებისთვის საშიში დანაშაულების პრევენციისთვის (გამოვლენა/გამოძიება).

გაითვალისწინეთ, რომ სისტემაში რეგისტრაციის გავლისას უნდა მოგაწოდონ წერილობითი ინფორმაცია EES სისტემასთან და თქვენს უფლებებთან დაკავშირებით.

რამდენი ხნით ინახავს EES სისტემა მესამე ქვეყნის მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს?

  • ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა/გასვლის თარიღი და უარი შესვლაზე 3 წლით.
    3 წლის ათვლა დაიწყება იმ თარიღიდან, როცა მოხდა მონაცემების შეგროვება.
  • ინდივიდუალური ფაილები (პერსონალური მონაცემები: სამგზავრო დოკუმენტიდან/პასპორტიდან შეგროვებული ინფორმაცია: სახელი, გვარი დაბადების თარიღი, ბიომეტრიული მონაცემები) 3 წლისა და ერთი დღის ვადით.
    ვადის ათვლა დაიწყება:
      ევროკავშირის წევრი ქვეყნის საზღვრის დატოვებიდან.
    – ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარის მიღების დღიდან.

იმ შემთხვევაში თუ EES სისტემაში არ ფიქსირდება თუ როდის დატოვა მესამე ქვეყნის მოქალაქემ ევროკავშირის წევრი ქვეყნის საზღვარი, მესამე ქვეყნის მოქალაქის პერსონალური მონაცემები სისტემაში 5 წლის ვადით ინახება.
ამ შემთხვევაში ვადის ათვლა დაიწყება ნებადართული მოგზაურობის დღეების რაოდენობის ამოწურვის თარიღიდან.

EES სისტემის გააქტიურება საწყის ეტაპზე 2022 წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი. თუმცა მრავალი სისტემური ხარვეზის გამო 2023 წლის ბოლოსთვის გადაიდო. 2023 წელს სისტემის ამოქმედება ისევ გადადეს 2024 წლის 10 ნოემბრისთვის, თუმცა ‘ETIAS.COM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად EES-ის მოქმედებაში ჩაშვების თარიღი ისევ გაუქმდა მიმდინარე იურიდიულ მოლაპარაკებებისა და ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

თუ როდიდან დაიწყება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრებზე მესამე ქვეყნის მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: https://lnkd.in/dDGefEVn

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *