როდის გადავლენ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები სადღესასწაულო განრიგზე
როდის გადავლენ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები სადღესასწაულო განრიგზე
დეკემბრის თვე უფრო და უფრო გვაახლოვებს ყველასთვის საყვარელ დღესასწაულთან, შობასთან და ახალი წლის მოსვლასთან. გამომდინარე აქედან ათენის სავაჭრო ასოციაციამ სადღესასწაულო სამუშაო განრიგი გამოაქვეყნა.
სადღესასწაულო განრიგი მოქმედებაში 12 დეკემბრიდან შედის და ძალაში იქნება წლის ბოლომდე.
უფრო კონკრეტულად კი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იმუშავებემ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, ხოლო კვირა დღეებში კი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. გამონაკლისი იქნება 25 და 26 დეკემბერი, რაც საყოველთაო დასვენების დღეებად ითვლება.
შეგახსენებთ რომ საშობაოდ 15, 22 და 29 დეკემბერს, კვირა დღეებში ჩვეულ რეჟიმში იქნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ღია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.