როდოპი: დააკვეს 4 პირი საბერძეთის ტერიტორიაზე ემიგრანტების არალეგალურად შემოყვანა-გადაყვანის ბრალდებით
როდოპი: დააკვეს 4 პირი საბერძეთის ტერიტორიაზე ემიგრანტების არალეგალურად შემოყვანა-გადაყვანის ბრალდებით
3 უცხო ქვეყნის და 1 საბერძნეთის მოქალაქე დააკავეს როდოპისა და ევროზე საბერძნეთის ტერიტორიაზე 21 არალეგალურად შემოსული ემიგრანტის გადაყვანისთვის.
დამნაშავეები ეგნატიას ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ ფურგონით, რომლითაც 6 არალეგალი გადაჰყავდათ.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდნენ, ივლისში სალონიკში მოიპარეს, ხოლო სანომრე ნიშნები, რომლებიც მანქანაზე ჰქონდათ დამაგრებული სხვა ავტომანქანას ეკუთვნოდა.
მეორე სპეც.ოპერაცია პოლიციამ ევროზე ჩაატარა, სადაც კიდევ ერთი დამნაშავე აიყვანეს. ამჟამად ფურგონში 7 არალეგალი იმყოფებოდა.
ხოლო მესამე ჩატარებული ჩხრეკისას კი ფურგონიდან 8 არალეგალურად შემოსული პირი გადმოიყვანეს.
Facebook Comments Box
