Latest news
სალონიკი: 500 000-ზე მეტ ლაღანას გამოაცხობენ სუფთა ორშაბათისთვის  ვიანნოში მომხდარი შოკისმომგვრელი მკვლელობის დეტალები ვრცელდება დააკავეს 65 წლის კაცი, რომელმაც ნასვამ მდგომაროებაში ცოლზე იძალადა და ოჯახის ძაღლი მოკლა ძლიერი წვიმა, ქარი და აფრიკული მტვერი საბერძნეთში პატრა: პატარები კარნავალს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ ათენი: ძლიერი ქარების გამო ხეები მიწიდან ძირფესვიანად მოწყდა აფრიკული მტვერი: აკროპოლი ბურუსმა მოიცვა ლუცა: განადგურებულები ვართ - აცხადებს 15 წლის მძღოლის დედა მძღოლებისთვის ვალენტინობა არც თუ ისე სასიამოვნოდ დასრულდა 15 თებერვალს პატრას კარნავალს პატარები შეუერთდებიან
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

როდოპი: სახლში მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა 7 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

როდოპი: სახლში მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა 7 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგედია დატრიალდა როდოპში, კერძოდ რიზომაში მდებარე სახლში. სადაც მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა 7 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს გარდაცვლილის დედა გაუფრთხილებლობით ხანძრის გაჩენის ბრალდებით.

საქმის დეტალებიდან ირკვევა, რომ ქალმა გამთენიის 6 საათზე ჩამქვრალი გამათბობლის ანთენა სცადა. კერძოდ გამათბობელს თავი ახადა და ბენზინი ჩაასხა, რამაც უეცარი აფეთქება გამოიწვია და 15 კვადრატული მეტრი ოთახი ცეცხლის ალში გაახვია.

უბედური შემთხვევის დროს ქალის 2 არასრულწლოვან შვილს იმავე ოთახში, იატაკზე დაწყობილ მატრასზე ეძინა. შეშინებულმა დედამ ქმარს მოუხმო საშველად. მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობებისა წყვილმა მხოლოდ ერთი ბავშვის გადარჩენა შეძლო.

უნდა აღინიშნოს რომ ორივე ბავშვი იყო შშმ პირი და არ შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაადგილება.

გადარჩენილი 5 წლის ბიჭი და მამა საავადმყოფოში გადიან მკურნალობას დამწვრობებით. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აფეთქება შეშის გამათბობელმა გამოიწვია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *