როდოსზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაშავდა
როდოსზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაშავდა
კუნძულ როდოსზე, კანადა და ლაზ.ტილიაკუს ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაშავდა.
ავტომანქანები ჯერ ერთმანეთს შემდეგ კი განათების ბოძს შეეჯახნენ.
rodiaki.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ამ გზაჯვარედინზე ავარია ხდება. ათობით ავტოსაგზაო შემთხვევა მატერიალური ზიანითა თუ მსხვერპლით არის დაფიქსირებული სწორედ ამ ქუჩების კვეთაზე.
როდოსის საგზაო პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება ავარიის მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box